დომეინი არის ვებ გვერდის მისამართი. მაგალითად https://www.shenisaiti.ge/ ეს არის სრული მისამართი. აქედან .ge არის პირველი დონის დომეინი, რომელიც ამ შემთხვევაში მიუთითებს ქვეყანაზე (ge – საქართველო). შესაძლებელია სახელის აღება სხვა ზონებშიც. shenisaiti კი სწორედ თვენი დომეინის სახელია. დომეინის სახელი შეგიძლიათ თავად აირჩიოთ და დაარეგისტრიროთ. საშუალო ღირებულება არის 10-15$.

ჰოსტინგი კი არის ფიზიკური სერვერი, რომელზეც მდებარეობს საიტი. დომეინი უნდა მიუთითებდეს კონკრეტულ ჰოსტინგზე. ჰოსტინგის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა. იგი უნდა იყოს ჩქარი, მოხერხებული მარტვის პანელით, არ უნდა ჰქონდეს ხშირი ჩავარდნები. ჰოსტინგის არჩევა ჯობია იმ ქვეყანაში სადაც არის თქვენი სამიზნე აუდიტორია.